საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ეკონომიკის“ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომის შედეგები

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში 2023 წლის 21 მარტს, გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს ანგარიში ექსპერტთა რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ეკონომიკის“ საბაკალავრო და „ეკონომიკის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.

აკრედიტაციის ექსპერტთა  და აკრედიტაციის საბჭოს მხრიდან აღინიშნა, რომ თსუ „ეკონომიკის“ საბაკალავრო და „ეკონომიკის“ სამაგისტრო პროგრამების განხორციელებაში ჩართულმა პირებმა სრულად გაითვალისწინეს და შეასრულეს ექსპერტთა ყველა რეკომენდაცია. აკრედიტაციის საბჭომ ცნობად მიიღო ანგარიში რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რაც ნიშნავს აღნიშნული პროგრამების სრულ და უპირობო აკრედიტაციას.

თარიღი: 22/03/2023